top
AddThis Social Bookmark Button
             
  • English
  • Russian
  Web Pro Web Pro   Live GPS Live GPS   Web GPS Web GPS   Web Diesel Web Diesel   Web Magnet Web Magnet   Web Phone Web Phone   Smart Phone Smart Phone  

ავტომობილებისათვის

W 004
W 007
W 009
M 001
Helios Advance

პერსონალური

P 003
M 001
FP 001
MIni

GPS ტელეფონი

T 001

მაგნიტური თრექერი

M 001

მოტოციკლი სკუტერი

W 010

ველოსიპედის თრექერი

B 001

აქსესუარები

აქსესუარები

ვიდეო რეგისტრატორები

GT-111
GT-110

პროგრამული უზრუნველყოფა

Web Monitoring System
Smart Phone Monitoring

GPS ნავიგაცია

GPS Navigation

GPS ბოქლომი

GPS ბოქლომი

კონტეინერის კონტროლი

კონტეინერის კონტროლი

Newsletter

about the latest offers and deals Subscribe today!
F.A.Q.

რისთვის არის საჭირო GPS მონიტორინგი

კომპანიებისთვის - ეს არის ავტოპარკების შენახვის ხარჯების შემცირება, ავტომობილების, ტექნიკის და თანამშრომლების გამოყენების ეფექტურობის  და მოგემის ზრდა. აგრეთვე ავტოსატრანსპორტო, სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხოების გაზრდა.

კერძო პირებისთვის - ეს არის ახლობლებზე თვალის დევნების და ექსტრემალურ სიტუაციებში რეაგირების საშუალება; ეს არის კომფორტი მოგზაურობისას, ნადირობისას, თევზაობისას; ეს არის გადაადგილების თავისუფლება; ეს არის ბავშვების, მოხუცების და თანამშრომლების უსაფრთხოების ზრდა;  ეს არის საკუთარი მანქანის უსაფრთხოების გაზრდა და უნარი აკონტროლო მისი ადგილმდებარეობა.

რითი განსხვავდება თრექერი ნავიგატორისგან

ძირითადი განსხვავება მდგომარეობს მოწყობილობის დანიშნულებაში. ნავიგატორი მოწოდწბულია დაეხმაროს მარშრუტის გავლაში, ხოლო თრექერი - უზრუნველყობს განვლილი მარშრუტის და სხვა ინფორმაციის ფიქსირებას, და ასევე ინფორმაციის გადაცემას დისპეჩერისთვის.

პრაქტიკაში, მობილური თრექერი მოიხმარს გაცილებით ნაკლებ ენერგიას, ვიდრე მობილური ნავიგატორი ან კომუნიკატორი თვალყურის დევნის ჩართული პროგრამით. ასე მაგალითად, პერსონალური თრექერი მუშაობს დაახლოებით 24 საათი ერთი დატენვით, როიხმარს რა ენერგიას მხოლოდ მონაცემთა მიღება გადაცემისთვის (GPS + GPRS).

როგორ ხორციელდება ტრანსპორტის თანამგზავრული მონიტორინგი

სატრანსპორტო საშუალებაზე მონტაჟდება სპეციალური ხელსაწყო - თრექერი. იგი აგროვებს მონაცემებს მდებარეობის, სიჩქარის, მოძრაობის მიმართულების და ა.შ. შესახებ და გადასცემს მათ სერვერზე. სერვერთან დაკავშირება და დაგროვილი ინფორმავიის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი წერტილიდან, სადაც არის ინტერნეტი. ამრიგად, შესაძლებელია ტრანსპორტის დისტანციური მონიტორინგი და კონტროლი (კორპორატიული და პირედი ავტომობილების ავტოპარკი).

სამგზავრო ტრანსპორტის მონიტორინგი

ამ ტიპის მონიტორინგი მიზნად ისახავს სამგზავრო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაუმჯობესებას. ვიდეოკამერის მეშვეობით შესაძლებელია მგზავრების რაოდენობის კონტროლი, მარშრუტის დატვირთვის ოპტიმიზაცია, მართვის სტილის მონიტორინგი, ავარიული სიტუაციის დეტალიზირება, სიჩქარის გადაჭარბების მონიტორინგი, ტრანსპორტის მოძრაობის ოპტიმალური გრაფიკის ფორმირება, ტრანსპორტის სალონში გარემოს მოსმენა, მარშრუტიდან არასანქცირებული გადახრის, დგომის, საწვავის ჩასხმის და ამოღების დაფიქსირება.

პერსონალის მონიტორინგი

პერსონალის მონიტორინგი ეხმარება იმ სფეროებში, სადაც თანამშრომლები, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არიან მუდმივად ოფისში და გადაადგილდებიან. მაგალითად: მშენებლობა, სასოფლო მეურნეობა, კურიერული მომსახურება, საგზაო სამუშაოები, მივლინებები და ა.შ.

პერსონალის მონიტორინგი თანამშრომლების მოქმედებების შეთანხმებული ორგანიზებისა და მათი გადადგილების თვალყურის მიდევნების საშუალებას იძლევა.

როგორ მოვახდინოთ ტვირთის უსაფრთხოების მონიტორინგი

ტვირთის უსაფრთხოების მონიტორინგისთვის მონიტორინგის საშუალებებს უერთდება დამატებითი სენსორები. მონიტორინგის მეშვეობით სერვერზე გადაიცემა ინფორმაცია, როდის გაიხსნა (აიწია) საბარგული, მაცივრის ტემპერატურა, ტვირთის წონა და მისი ცვლილება (ჩატვირთვა, გადატვირთვა). ყველა მოვლენას აქვს დროისა და ადგილის ბმა. დამატებითად არის საშუალება კაბინისა და სატვირთო ნაწილის სივრცის მოსმენის.

ცხოველების გადაადგილების მონიტორინგის საშუალებები

გამოიყენება როგორც  შინაური ცხოველების (ძაღლების, კატების), ასევე ნახირის (ცხენები, ძროხები, ცხვრები) თვალთვალისთვის. GPS სენსორს კიდებენ ცხოველს და იგი გადასცემს სერვერზე გადაადგილების კოორდინატებს.

როგორ გავაკონტროლოთ საწვავის ხარჯი

არსებობს საწვავის მონიტორინგის რამდენიმე გზა, რომელიც ხორციელდება ტრანსპორტის თანამგზავრული მონიტორინგის ავტომატიზირებული სისტემების მეშვეობით.

სტანდარტების შესაბამისად. უმარტივესი გზა. პროგრამაში იტვირთება ზამტრის და ზაფხულის სტანდარტული ხარჯები. გარბენი ითვლება თანამგზავრიდან დაფიქსირებული მარშრუტის მიხედვით და მრავლდება სტანდარტულ განაკვეთზე.

საშტატო სენსორით. მონიტორინგის მოწყობილობა (თრექერი) უკავშირდება საწვავის დონის საშტატო სენსორებს და თვალთვალისა და ნორმალიზების სპეციალური ალგორითმების მეშვეობით  ითვლის ავზში საწვავის მოცულობას.

საქალაქთაშორისო გადაზიდვების დისპეჩერიზაცია სატელიტური მონიტორინგის სისტემებით

სატელიტური ნავიგაციის სისტემები შეიცავენ GSM მოდულს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ხმოვანი კავშირი დისპეჩერსა და მძღოლებს შორის. ამდენად, დისპეჩერი არა მხოლოდ მონიტორინგს აწარმოებს რეალურ დროში ყველა სატრანსპორტო ერთეულის და ადგენს ანგარიშებს  საჭირო პერიოდზე (მგზავრთა რაოდენობაზე, გარბენზე, გაჩერებებზე, საწვავის ხარჯზე, მართვის სტილზე და .შ.), არამედ ინარჩუნებს ხმოვან კავშირს მღძოლებთან (დამატებითი მობილური ტელეფონის გარეშე) და კორდინირებას უწევს მათ მოქმედებებს, არკვევს მარშრუტიდან გადახრის მიზეზებს, უსმენს სალონში არსებულ გარემოს და ა.შ.

სატელიტური მონიტორინგის სისტემების დანერგვა მოწოდებულია გაზარდოს საქალაქთაშორისო გადაზიდვების უსაფრთხოება.

GPS თრექერის მოწყობილობა

თრექერი ჩვეულებრივ შედგება: GSM გადამცემი ანტენა; ელეკტრონიკის ბლოკი, რომლის მეშვეობითაც მუშავდება და გროვდება სატელიტური ნავიგაციის სისტემებიდან და გარე სენსორებიდან მიღებული ინფორმაცია, აგრეთვე მიერთებული სისტემების მართვა (მაგ. ძრავის ბლოკირება); სათადარიგო ბატარეა, რომელიც უზრუნველყობს თრექერის უწყვეტ კვებას ძირითადი ბატარეის დაცლის შემთხვევაში.

ცხოველების მონიტორინგის საშუალებად ხშირად გამოიყენება ჩვეულებრივი პერსონალური თრექერი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერი მობილური ობიექტის თვალთვალისთვის.

რა კომპიუტერულ უნარებს უნდა ფლობდეს GPS Georgia მონიტორინგის სისტემების დისპეჩერი, საჭიროა თუ არა სპეციალური სწავლება?

მონიტორინგის პროგრამის ინტერფეისი საკმაოდ მარტივია და გასაგები. ამიტომ, ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ კომპიუტერის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია თამამად იმუშაოს GPS Georgia მონიტორინგის სისტემაში. გარდა ამისა, ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ ჩაატარონ პრეზენტაცია და პირველადი ინსტრუქტაჟი თქვენი თანამშრომლებისთვის.

საჭიროა სპეციალური სადისპეჩერო აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა GPS Georgia მონიტორინგის სისტემაში სამუშაოდ?

არა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კომპიუტერი ინტერნეტთან წვდომით (ინტერნეტის სიჩქარე - არა ნაკლებ 256კბ/წმ). GPS Georgia მონიტორინგის სისტემაში მუშაობის დასაწყებად საკმარისია შეიყვანოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი.

ჩვენ გვაქვს დიდი სატრანსპორტო კომპანია. თუ შეიძლება შემუშავდეს ჩვენთვის სპეციალური ტარიფები და ფუნქციები?

დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სპეციალური წინადადებები მსხვილი კლიენტებისთვის. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციისათვის.

IE ”მუხრუჭდება” თქვენს კაბინეტში მუშაობისას? ანგარიშის ფანჯარა მაშინვე იხურება და შეუძლებელია დათვალიერება? მენიუ ”რუკა” არ იხსნება მთელ ეკრანზე? პარამეტრები არ ინახება ინფორმაციის შეყვანისას?

ჩვენ გირჩევთ შეცვალოთ ინტერნეტ ბრაუზერი უახლეს ტექნოლოგიებთან web2.0 თავსებადობის პრობლემების გამო. ყველაზე მეტი ჩავარდნები და ”შცდომები” იკვეთება  IE-ის გამოყენებისას.

რომელ ქალაქებში (რეგიონებში) არის შესაძლებელი ამ სისტემის გამოყენება? რამდენად შორს ”იჭერს” GPS Georgia -ს სიგნალი?

ჩვენ ვემსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიებს, რომლებიც  ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს, ვთავაზობთ სპეციალურ პირობებს.

როგორ მუშაობს თრეკერი GSM სიგნალის არარსსებობის დროს? ყველა მონაცემი იკარგება?

GPSGeorgia მონიტორინგის სისტემის მუშაობა რეალურ დროში 100%-ით შეესაბამება მობილური ტელეფონების დაფარვის ზონებს. GPS ოპერატორის დაფარვის ზონიდან გასვლის შემთხვევაში GSM მოდული ინახავს ყველა ინფორმაციას და კავშირის აღდგენის შემდეგ დაუყოვნებლივ გადასცემს ინფორმაციას სერვერზე.

როგორ ხდება თრეკერის მონტაჟი სატრანსპორტო საშუალებაზე?

შესაძლებელია 2 ვარიანტი: 1) დამოუკიდებლად დამონტაჟება ინსტრუქციის მიხედვით. მაგრამ, აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით შევამოწმოთ მონტაჟის სისწორე, სანამ საგარანტიო მდგომარეობად ვაღიარებთ. 2) დამონტაჟება ჩვენს სერვის ცენტრში. საშუალოდ პროცედურა 1 მანქანაზე 1-1,5 საათს გრძელდება.

შესაძლებელია რუკაზე საკონტროლო პუნქტებისა და მარშრუტების შექმნა?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ შქმნათ რუკაზე საკონტროლო პუნქტები და მარშრუტები და აკონტროლოთ თქვენი ავტომობილების გადაადგილება იქ.

რა მონიტორინგის ფორმირება არის შესაძლებელი?

თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მონიტორინგის ფორმირება: მენეჯმენტის, მოძრაობის, დგომის, სიჩქარის გადაჭარბების, საკონტროლო წერტილებს შორის მოძრაობის შესახებ და ა.შ.

შესაძლებელია ძრავის დისტანციურად გათიშვა?

დიახ, ეს შესაძლებელია 2 გზით: გაგზავნეთ ბრძანება სისტემიდან, ან სპეციალური ბრძანება უშუალოდ ტერმინალზე თქვენი პირადი ტელეფონიდან.

შემიძლია ვნახო სად იყო მანქანა 3 დღის წინ?

დიახ, შეგიძლიათ. მოძრავი ობიექტების ყველა ტრაექტორია ინახება სერვერზე. მათი ნახვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს.

შესაძლებელია GPS თრექერის დამონტაჟება მანქანაზე ფარულად?

დიახ. მაგრამ მთავარ პრობლემას ამ დროს წარმოადგენს GPS ანტენის მონტაჟი, რომელიც ვერ მაგრდება მეტალის ზედაპირების ქვეშ (კაპოტი, საბარგული და ა.შ.).  ხელსაწყოების დაფა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებაში განსხვავებული მასალისაა და პლასტიკის მეტალიზაცია შეუძლებელს ხდის GPS ანტენის მონტაჟს ხელსაწყოების დაფის ქვეშ. ამ შემთხვევაში საჭიროა ექსპერიმენტული სამუშაო. ჩვენი გამოცდილება გვაძლევს შემდეგი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ფარული ინსტალაცია არც არის საჭირო, ალბათ გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა. ადრე თუ გვიან მძღოლი იპოვის ან თავად  GPS თრექერს, ან მასთან მიმავალ ზედმეტ სადენებს. ოფიციალურად დაყენებული GPS თრექერი ახდენს მძღოლის დისციპლინირებას, მას ეკარგება მარშრუტიდან გადახვევის  და სატრანსპორტო საშუალების არამიზნობრივად გამოყენების სურვილი. GPS თრექერის ”ღიად” დაყენების კიდევ ერთი არგუმენტი: მფლობელს უფლება აქვს იცოდეს სად და რა მარშრუტით გადაადგილდება მისი საკუთრება. მაშინ რატომ არ უნდა ისარგებლოს ამ უფლებით? სატრანსპორტო საშუალების თვალყურის დევნისას და განვლილი ტრაექტორიის ანალიზისას, თუ აღმოაჩენთ მარშრუტიდან გადახრას, ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მძღოლს (მაგ. ტელეფონით) და მოსთხოვოთ განმარტება.

სატრანსპორტო საშუალებას დღის განმავლობაში რთული მარშრუტი აქვს, ზოგჯერ ერთსა და იგივე ქუჩაზე რამდნიმე ჯერ უწევს გავლა. შესაძლებელია ამ ტრაექტორიებში გარკვევა?

შესაძლებელია. ამისათვის არსებობს გადაადგილების დეტალური მონიტორინგი, დაყოფილი ფრაგმენტებად გაჩერებებს შორის. ყოველი ფრაგმენტისთვის ნაჩვენებია მოძრაობის დაწყების და დასრულების დრო, მისი ხანგრძლივობა, გარბენი, საშუალო სიჩქარე. თითოეული ავტოდგომა ხასიათდება დგომის დაწყების, დასრულების და ხანგრძლივობის დროით და ადგილმდებარეობით (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლი). მოძრაობის თითოეული ფრაგმენტი შესაძლებელია უბრალოდ ”აღნიშვნის” მოხსნით ჩართოთ/გამორთოთ რუკაზე ასახვის რეჟიმში. ანგარიშში თითოეული ფრაგმენტის თანმიმდევრული ჩართვით  შესაძლებელია მოძრაობის ყველაზე ჩახლართული ტრაექტორიის მიდევნება და ანალიზიც.

აქვს მძღოლს საშუალება შეეწინააღმდეგოს სისტემის მუშაობას?

დიახ. ადამიანს შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა, მათ შორის  GPS მოდულიც. მაგალითად, მოწყობილობას შეიძლება შეუწყვიტო ენერგიის წყარო. პროგრამის მომხმარებელი დაინახავს რუკაზე სატრანსპორტო საშუალების უჩვეულო ნიშანს - კითხვის ნიშნის ფორმის, მდებარე იმ ადგილას, სადაც დაკარგული იყო GPS სიგნალი. მძღოლი შესაძლებელია გააფრთხილოთ მსგავსი ქმედებების დაუშვებლობაზე.

შესაძლებელია ჩემი ტრანსპორტის გადადგილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს სხვისთვისაც?

არა. მომხმარებელი თავად ადგენს პაროლს სისტემაში შესასვლელად და ამგვარად ზღუდავს თავისი მანქანების გადაადგილების შესახებ ინფორმაციისადმი წვდომას. სისტემით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ადამიანთა შეზღუდულ წრეს, ვისთვისაც ცნობილია პაროლი. სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს პაროლი და შეატყობინოს სანდო პირებს.

შესაძლებელია ჩემი ტრანსპორტის გადადგილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს სხვისთვისაც?

ესაჭიროება თრეკერს რაიმე სახის მომსახურება ან პროფილაქტიკა?

არა, არ სჭირდება. მოწყობილობები მუშაობენ წლობით და გამოიყენება სადღეღამისო სამუშაო რეჟიმში.

ბევრ ენერგიას მოიხმარენ თრეკერები?

გაცილებით ნაკლებს, ვიდრე სატრანსპორტო საშუალების ყველა სხვა სტანდარტული მოწყობილობები. ენერგიის მოხმარება შეედრება ჩვეულებრივი მობილური ტელეფონის მოხმარებას.

არის ზონები, სადაც სისტემა არ მუშაობს?

პრაქტიკულად არა. GPS სიგნალი ყველგან არის. თანამგზავრის ალმანახის პირველადი განსაზღვრის  პროცესს შეიძლება დასჭირდეს 5-7 წუთი. ღია სივრცეში თანამგზავრის ძებნის პროცესი 1-2 წუთს არ აღემატება. თუ საუბარია  GSM კავშირზე, საქართველოს ტერიტორია სრულად არის მოცული. მაშინაც კი, თუ რაიმე მიზეზით კავშირი იკარგება ან მისი ხარისხი არასაკმარისია მონაცემთა გადაცემისთვის, ამტომობილის კოორდინატები იწერება შიდა ფლეშ მეხსიერებაში, რომლის მოცულობა საკმარისია ერთი დღე-ღამის მუშაობისთვის. კავშირის განახლებისას მონაცემთა პაკეტი იგზავნება სერვერზე. მოძრავი ობიექტების ტრაექტორიაში წყვეტა არ იქნება.

შესაძლებელია პროგრამაში ვაკონტროლო საწვავი ავზში?

დიახ

თუ სატრანსპორტო საშუალება მოიპარეს, დავინახავ სად იმყოფება იგი? გაქვთ თქვენ მისი პოვნის და დაბრუნების მომსახურება?

სატრანსპორტო საშუალების ქურდობისას  დრო მთავარი ფაქტორია ქურდის წარმატებისთვის. ამის გამო მონიტორინგის სისტემას ქურდი არ მიაქცევს ყურადღებას. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ თავად მიადევნოთ თვალი თქვენი მანქანის გადაადგილებას. თუმცა, დამნაშავის დევნას და თქვენი მანქანის დაბრუნებას ჩვენ ვერ შევძლებთ - ეს სპეცსამსახურების პრეროგატივაა.

როგორ გამოიყურება რუკაზე პარკინგი?

ჩვენი GPS ტრეკერები გადასცემენ მოძრავი ობიექტის  კოორდინატებს10 წამიანი  ინტერვალებით (თუ ობიექტი არ მოძრაობს, ინტერვალი იზრდება). რუკაზე ისმევა წერტილი, მიღებული კოორდინატების შესაბამისად. აღნიშნულ წერტილში (მაუსის მიტანისას) ჩნდება ჩანაწერი ინფორმაციით სატრანსპორტო საშუალებაზე  (სახელმწიფო ნომერი, მძღოლის გვარი - მითითებული მომხმარებლის მიერ ახალი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დროს), თარიღზე, დროზე და მყისიერ სიჩქარეზე მოცემულ წერტილში.  მარშრუტის ყველა წერტილი ერთდება სწორი ხაზებით. ნორმალური სიჩქარით გადაადგილებისას ქალაქის ფარგლებში ტრაექტორიის მრუდი გამოდის გლუვი, რა თქმა უნდა რუკის გონივრული მასშტაბის არჩევისას. ქალაქგარეთ მოძრაობისას სიჩქარე, როგორც წესი, უფრო დიდია, შესაბამისად მოძრაობაც უფრო სწორხაზოვანია. ამიტომ ტრაექტორია აქაც გლუვი სახით აისახება. ავტომობილის პარკინგისას რუკაზე  ჩნდება ინფორმაცია დგომის ადგილის, დროის და ხანგრძლივობის შესახებ.

ჩვენ გვაქვს ტაქსოპარკი, გვინდა თქვენი სისტემის დაყენება. თუ მუშაობს GPS მოდულები სადღეღამისო რეჟიმში?

დიახ. ტაქსოპარკებთან მუშაობის გამოცდილება გვაქვს. GPS მოდულები მუშაობს ტაქსში სადღეღამისო რეჟიმში უპრობლემოდ.

შესაძლებელია სატრასნპორტო საშუალების ტრაექტორიის ამობეჭდვა?

დიახ.

შესაძლებელია რაიმე ობიექტის (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლი) პოვნა რუკაზე?

შესაძლებელია. ამისთვის პროგრამაში არსებობს ცალკე ჩანართი ”ძიება”. ნაპოვნი ობიექტი რუკაზე გამოიყოფა ფერით.

არებობს სპეცმანქანებზე სისტემის მონტაჟის გამოცდილება?

არსებობს. და დადებითი.

რამდენ ხანს ინახება ინფორმაცია თქვენს სერვერზე? შესაძლებელია ობიექტებზე ინფორმაციის შენახვა მათთან შემდგომი მუშაობისთვის GPSGeorgia მონიტორინგის სისტემის გარეთ?

ყველა მონაცემი თქვენი ავტოპარკის თითოეული ობიექტის შესახებ ინახება სერვერზე 12 თვის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ გახსნათ და შეინახოთ საჭირო ინფორმაცია დროის მოცემული პერიოდით, ასევე ჩამოტვირთოდ excel-ის ფორმატში. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი ობიექტების მოძრაობის თრექები და შემდგომში ნახოთ მათი გადაადგილება Google map-ის რუკაზე GPS Georgia-ს პროგრამაში.

როგორ შემიძლია შევიტყო ჩემი მანქანის და პერსონალური თრექერის ადგილმდებარეობის შესახებ?

მანქანის ადგილმდებარეობის შესახებ შეიძლება შეიტყოთ სისტემიდან. წვდომა შესაძლებელია როგორც პერსონალური კომპიუტერიდან, ისე Smart Phone- დან და ტელეფონიდან. ან შეგიძლიათ გააქტიუროთ მომსახურება ”SMS-შეტყობინება” და SMS -ის საშუალებით მიიღებთ შეტყობინებებს მოვლენების და ადგილმდებარეობის შესახებ.


© www.gpsgeorgia.ge